29/03/2024
11:23
მსოფლიო
რუსეთის განცხადებით, არსებობს მტკიცებულება, რომ შეიარაღებული პირები, რომლებმაც გასულ კვირას მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმის დროს 140-ზე მეტი ადამიანი დახოცეს, "უკრაინელ ნაციონალისტებთან" არიან დაკავშირებულნი.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდამსხმელებმა უკრაინისგან მნიშვნელოვანი ოდენობით ნაღდი ფული და კრიპტოვალუტა მიიღეს. კომიტეტს მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. ომის შესწავლის ინსტიტუტის ექსპერტების ვარაუდით, უკრაინის სახელით, „ისლამური სახელმწიფო“ ვერ განახორციელებდა თავდასხმას, განსაკუთრებით იმიტომ, რომ უკრაინა ქრისტიანი ქვეყანაა.
როგორც ცნობილია, 22 მარტს მოსკოვის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლზე” მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო და შეიარაღებული პირების მიერ გადაღებული კადრებიც გამოაქვეყნა. უკრაინა კატეგორიულად უარყოფს, რომ მას რაიმე კავშირი აქვს თავდასხმასთან, რომელიც რუსეთში 20 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურად განიხილება.
0
0