
გაეროს გენერალური მდივანმა ანტონიო გუტერეშმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელების საკითხი განიხილეს.
გუტერეშს და ზელენსკის შეთანხმების გახანგრძლივება სურთ, რომელიც უკრაინას შავი ზღვის დაბლოკილი პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის, ხოლო რუსეთს - სურსათისა და სასუქის ექსპორტის საშუალებას აძლევს.
„შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება აუცილებელია მსოფლიოსთვის,“ - აღნიშნა ზელენსკიმ გუტერეშთან დისკუსიების შემდეგ.
თავის მხრივ, გაეროს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ინიციატივის მნიშვნელობას და თქვა: „უკრაინისა და რუსეთის სურსათისა და სასუქის ექსპორტი აუცილებელია გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისა და სურსათის ფასების დარეგულირებისთვის“.
120-დღიანი შეთანხმება, რომელსაც, თავდაპირველად, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით 22 ივლისს მოეწერა ხელი და ნოემბრამდე გაგრძელდა, 18 მარტს უნდა განახლდეს, თუ არცერთი მხარე არ იქნება წინააღმდეგი. როგორც მოსკოვი აცხადებს, სანამ აღნიშნული გარიგება გაგრძელდება, რუსული სოფლის მეურნეობის ექსპორტთან დაკავშირებული ყველა სირთულე უნდა აღმოიფხვრას.
0
0