30/11/2021
12:16
პოლიტიკა
მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა მძიმე და შეურაცხმყოფელი იყო.
„ემოციურად მართლაც მძიმე და შეურაცხმყოფელი იყო გუშინ “მესამე პრეზიდენტის ისტორიული სიტყვის”(ტვ პირველის ჟურნალისტებისთვის დამახასიათებელი ინტონაციით) მოსმენა. კიდევ ერთხელ ნათლად გაგვახსენა ყველაფერი, აღვირახსნილი უტიფრობით გახსნა ის მოუშუშებელი ჭრილობები, რომლებიც წლების განმავლობაში ათასობით ოჯახს და მთლიანად ქვეყანას მიაყენა.
მისმა სიშლეგემ კიდევ ახალი ფერი შეიძინა, ადრე თუ მწარდებოდა ადამიანებზე, ვინც მის საწინააღმდეგო პოზიციას აფიქსირებდა დღეს გამწარებულია ყველაზე და ყველაფერზე, თავის მომხრეებზეც, რომლებსაც ერთი ადგილის განძრევას და დესტაბილიზაციის გზით მისი გამოყვანისკენ მოუწოდებს. არაადეკვატური, არათანმიმდევრული, არაფხიზელი და ყოველგვარი ლოგიკისგან დაცლილი ყოველთვის იყო, მაგრამ ახალი მწვერვალები დაიპყრო გუშინ“,- აცხადებს ვახტანგ შაქარიშვილი.
მისივე თქმით, ბევრი რამ სცადეს გუშინ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებმა, მაგრამ მათ, თავიანთი „ბოროტი მიზნები ვერ განახორციელეს“.
„სააკაშვილის იდიოტური სიტყვა დიდ ხანს გაგრძელდა, გაიწელა, მძიმედ გადიოდა ყოველი წუთი, ტელევიზორებთან ადუღდა ხალხი, მაგრამ ქართველები ემოციურობასთან ერთად რაციონალური ხალხი ვართ და თუ მცირე ანალიზს გავაკეთებთ მივხვდებით რომ გუშინდელი დღე სააკაშვილის და ნაცმოძრაობის “პოლიტიკური სამოქალაქო პანაშვიდი” იყო.
მთელი ეს ბოლო პერიოდი დაჟინებით ითხოვდნენ სასამართლოზე მიყვანას, ქმნიდნენ ამ დღის მოლოდინს, აგულიანებდნენ ერთმანეთს, ეს უნდა ყოფილიყო ხსნისა და გადარჩენის მომენტი და რა, რა მოხდა? ვერ შეკრიბეს 500 კაცზე მეტი, უგულავა შუაზე გადაიხა და გადაიჭიმა აღმაშენებლის ხეივნის ორივე მიმართულებაზე, რა პროვოკაცია არ სცადეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, საათობით გადაუკეტეს გზა ათასობით ადამიანს, რომელსაც ისედაც ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ ვერ წამოიკიდეს ვერავინ, ერთი ადამიანიც არ გადმოსულა ავტომობილიდან, არ გამოუხატავს სამართლიანი და ლეგიტიმური აგრესია. არც ერთ პოლიციელს არ უმტყუნა ნერვებმა და მიუხედავად პროფესიული და პირადი შეურაცხყოფებისა არავის გამოუყენებია გადამეტებული ძალა. რომ შევაჯამოთ – რა არ სცადეს, მაგრამ ბოროტი მიზნები კიდევ ერთხელ ჩამოემხოთ თავზე.
სასამართლოს შიგნით და გარეთ განცდილი სამარცხვინო მარცხით, იმედგაცრუება მიიღეს იმ ადამიანებმაც, რომლებმაც ბოლო პერიოდში ჰუმანისტობის საფარქვეშ საკუთარი მიშისტობა გათქვეს. ზონდერ მედიებმა ვერ მიიღეს სანატრელი კადრები სისხლიანი ადამიანებით… მოკლედ, მორჩა კინო, წაით სახლში! (ზოგიერთები ციხეში)“,- აცხადებს თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ვახტანგ შაქარიშვილი.
0
0
თუ მოვინდომე, დაგასრულებ - თოფურია მახაჩევს
19/01/2025