29/11/2024
23:59
პოლიტიკა
გუშინდელი აქციის შემდეგ 43 ადამიანი არის დაკავებული, ჩვენ ისინი არ გვავიწყდება, მათი ბედი არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აქციების დროს დაკავებული ადამიანების მდგომარეობა მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობაა
„მინდა ვახსენო და ეს ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა, ჩემთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, პოლიტიკოსებისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის, რომ გუშინდელი აქციის შემდეგ 43 ადამიანი არის დაკავებული. ჩვენ ისინი არ გვავიწყდება, მათი ბედი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობა და მეც ვგრძნობ პირადად პასუხისმგებლობას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის შეხვდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს და დაცული იქნება ყველა იმ ადამიანის უფლებები, რომლებიც საჯაროდ ნათქვამი პროტესტის გამო ხელისუფლების მიერ იქნებიან დასჯილ.
„მე დღეს შევხვდი რამდენიმე არასამთავრობოს და შემიძლია ვთქვა, რომ ყველა, ვინც ამ პროტესტის გამო გამოხმაურებულ და საჯაროდ ნათქვამი პროტესტის გამო იქნებიან რამენაირად დასჯილი, ისინი იქნებიან დაცული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
0
0