06/10/2021
13:12
საზოგადოება
მე ვამაყობ ჩვენი გუნდით, რომელმაც მომხმარებელთა უპრეცედენტო ნაკადს თავი შესანიშნავად გაართვა; Telegram-მა მუშაობა შეუფერხებლად გააგრძელა ჩვენი მომხმარებლების უმრავლესობისთვის. როგორც ნათქვამია, ამერიკის ზოგიერთ მომხმარებელს შეიძლება შექმნოდა პრობლემა სოციალური ქსელის ნელი სიჩქარით მუშაობასთან დაკავშირებით, რადგან კონტინენტიდან ქსელში დარეგისტიტრებას რამდენიმე მილიონი ადამიანი ერთდროულად ცდილობდა.
მე ვთხოვ ჩვენს ძველ მომხმარებლებს, მიესალმონ ახლადდარეგისტრირებულ მეგობრებს და დაეხმარონ მათ ჩვენი სოციალური ქსელის სიახლეების გაცნობაში, რათა დაფუძნდნენ ჩვენთან და შეიტყონ, თუ რატომ არის Telegram-ი ბევრად უფრო წარმატებული სხვა სოციალურ ქსელებთან შედარებით.
მინდა, მივმართო ახალ მომხმარებლებს - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Telegram-ზე -შეტყობინებების უმსხვილეს დამოუკიდებელ პლატფორმაზე. ჩვენ იმედს არასოდეს გაგიცრუებთ,“ - განაცხადა „ტელეგრამის“ დამფუძნებელმა, პაველ დუროვმა.
0
0