04/02/2022
11:53
სამართალი
მან ხაზი გაუსვა, რომ მისი ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის მიუხედავად, მასთან პირად ექიმს არ უშვებენ.
"გუშინწინ გამოვიძახე ციხეში სტილისტი, გუშინ ეს სტილისტი მოვიდა და გამკრიჭა. ხუთი კვირაა, ჩემი პირადი ექიმი, ნიუ-იორკიდან ჩამოსული, ნიკა ყიფშიძე ყოველ დღე წერს განცხადებას, რომ შემოუშვან ჩემთან. პარიკმახერი შემოუშვეს ერთ დღეში, ივანიშვილის ბრძანებით, უკვე 5 კვირაა ჩემთან არ უშვებენ ექიმებს, იმ პირობებში, როდესაც მაქვს ძალიან ძლიერი სისუსტე, სერიოზული პრობლემები ჰიპერტონიასთან დაკავშირებული, მაქვს ძალიან ძლიერი ანემია და, აქედან გამომდინარე, ბევრი სხვა პროცესები. მინდა მივმართო ივანიშვილს, შენ ძალიან კარგად იცი, რომ ჩემი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, რამდენჯერმე უკვე მქონდა გონების კარგვა და ეს ხდება შენი მითითებით და ამას ვერავის გადააბრალებ, ყველა შენკენ გამოიშვერს ხელს,"- განაცხადა სააკაშვილმა პროცესზე.
0
0