გუშინ ვაკეში სროლის შედეგად დაჭრილი პირი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება
26/05/2023
09:07
სამართალი
A-
+A
საგამოძიებო მოქმედებები ვაკეში, გვიან ღამემდე მიმდინარეობდა, სადაც სროლის შედეგად 26 წლის გუგა ფირცხალავა დაიჭრა. მას ცეცხლნასროლი ჭრილობები ზურგის და მუცლის არეში აქვს მიყენებული. გუგა ფირცხალავა ამ დრომდე ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
მოსაშვილის 11 ნომერში არსებულ ერთ-ერთ კაფეში, ახალგაზრდა მამაკაცმა დამიზნებით ისროლა, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, სამიზნე სხვა პიროვნებაში შეეშალა.
სროლა "სტრადას" ვერანდაზე მოხდა, სადაც ათობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები იმყოფებოდნენ.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.
0
0
248
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%