
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს მიმართვას, რომელსაც შემდეგნაირად ასათაურებს - „დიდი მარხვა და დაპირისპირება საზოგადოებაში“.
როგორც ანდრია ჯაღმაიძე წერს, გუშინ, თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრაზე მომხდარი ბევრ რამეზე მეტყველებს.
„რუსეთ-უკრაინის ომმა დიდი დაპირისპირება ჩვენს საზოგადოებაშიც გამოიწვია. გუშინ რაც მოხდა თეთრ სახლში და შემდგომ აშშ-ს გადაწყვეტილება, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის თაობაზე, ბევრ რამეზე მეტყველებს.
ისეთი რეალობა დადგა, რომელსაც ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა ვერ წარმოიდგენდა, არ გაუთვლიათ ასეთ შედეგზე. მეორე ნაწილს კი ჰქონდა მხედველობაში, სხვის იმედზე ასეთი მასშტაბური ომის წარმოება, დიდ რისკებთან რომ იყო დაკავშირებული. დიდი პოლიტიკა, ღრმა გათვლებს, სპეციფიურ ინფორმაციას და უნარებს მოითხოვს.
სამწუხაროდ, სვათა შორის, ამ თემაზე დებატებმა დიდი უსიყვარულობა განერგა ზოგადად ხალხში, მათ შორის ახლობელ ადამიანთა შორისაც. ვფიქრობ, ბევრ შეკითხვაზე, რაც საზოგადოებას აშფოთებდა, პასუხი გაცემულია და არის შესაძლებლობა, ვისმა პროგნოზმაც არ გაამართლა, აღიაროს და ამით ნაბიჯი გადაიდგას ურთიერთ პატივისცემისკენ. დიდი მარხვა მოახლოვდა და მადლობა შევწიროთ უფალს, ქვეყანაში მშვიდობისთვის და შევთხოვოთ მადლი, რომ ჩვენს სულშიც დაიმკვიდროს სიმშვიდემ“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე.
0
0