
“გუშინ, პირველად შემეზიზღა ჩემი თავიც და მთელი ოპოზიციაც! გუშინ პირველად შემრცხვა ჩემი თავისა!" - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მაჩალიკაშვილი ამ პოსტით გუშინ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს გამოეხმაურა და ოპოზიცია მკაცრად გააკრიტიკა.
🔴🔻„ყველაზე ცუდი და აუტანელი სანახავი იყო, „ქართულ -რუსული ოცნების“ სულგაყიდული მონების, სამარცხვინო „ქათმების“ დამცინავი სახეები!“
“🔴🔻ოპოზიციავ, ხალხს ნუღარ აწვალებთ და თქვენც დაისვენეთ 2030 წლამდე!
///////////////////////////////////////
🔴🔻“გუშინ პირველად ვიგრძენი უიმედობა!
გუშინ პირველად დავრწმუნდი იმაში, რომ ამდენად უტიფარი, სუსტი, ურეიტინგო, მსოფლიოს წინაშე და ქვეყნის საზოგადოების წინაშე გაჩათლახებული “ქართული- რუსული ოცნება” როგორ გვიგებს ამ უთანასწორო ბრძოლას!
🔴🔻გუშინ პირველად შემრცხვა ჩემი თავისა!
გამახსენდა ყველა ის სიტყვა, რაც „ქართული ოცნების“ მომხრებისგან მომისმენია!
🔴🔻ის, რომ შენ სადაც დგახარ, ის “წაგებული მხარეა და წაგებული ბრძოლა!”
🔴🔻ამ „წაგებულ“ ბრძოლამ თუნდაც მიწაში ჩამიყოლოს, მე მტერთან ვერ დავდგები!
🔴🔻გუშინ პირველად შემეზიზღა ჩემი თავიც და მთელი ოპოზიციაც!
🔴🔻როცა კანცელარიასთან აქციაზე ვიყავი: ერთ- ერთი არხის ჟურნალისტმა დამისვა კითხვა – „ვის მხარეს ვარ და ვის მხარეს ვდგავარ?!“
🔴🔻ჩემი პასუხი რა თქმა უნდა, იყო: მე ვდგავარ „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მხარეს! მე ვითხოვ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებას და მისი წამების პროცესებიდან განთავისუფლებას! ეს იყო ჩემი პასუხი!
🔴🔻ბატონ ხაბეიშვილის დაგეგმილ აქციას დავესწარი; შემდგომ „მშვიდობის ხიდზე“ გადავინაცვლე ბატონი ნიკა მელიას მომხრეების მხარეს!
🔴🔻ისე გამოვიდა, ფაქტობრივად, არც აქეთ დავესწარი, არც იქით!
🔴🔻ეს ყველაფერი რაღაც ჩაძირულ „გემს“ ჰგავდა! ზოგი სანაპიროს გამორიყული, ზოგიც „გემს“ ფსკერისკენ ჩაყოლილი!
🔴🔻არადა, ორივე მხარეს ჩემთვის ძალიან საპატივცემლო ადამიანები იდგნენ!
🔴🔻არც აქეთ მხარეს, არც იქითა მხარეს, ადამიანების თვალებში იმედის სხივის ნაპერწკალიც არ ჩანდა! ეს მძიმე სურათი იყო!
🔴🔻ყველას თვალებში ჩამქრალი სევდა და უიმედობა იდგა!
🔴🔻აი, ოპოლიდერებო, საბოლოოდ რას მიაღწიეთ?!
🔴🔻ყველაზე ცუდი და აუტანელი სანახავი იყო, „ქართულ -რუსული ოცნების“ სულგაყიდული მონების, სამარცხვინო „ქათმების“ დამცინავი სახეები!
🔴🔻არადა, მათი დანაპირები – „დაგასრულებთ- დაგამთავრებთ!“ ვერ შეძლეს! თუმცა, ჩვენ თავად ეს შევძელით და საკუთარ თავს გავუკეთეთ!
🔴🔻თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა, თავში ქვაც გიხლიათ მთელ ოპოზიციას! ამ მოკრიახე „ქათმების“ ,- „ქართული ოცნების“ საბოლოოდ დასრულების გეგმა 2023- შიც თუ არ გაქვთ!
🔴🔻ოპოზიციავ, ხალხს ნუღარ აწვალებთ და თქვენც დაისვენეთ 2030 წლამდე! იმედია, იქამდის თვითონ გაიხრწნებიან, ეს რუსეთის შემოყრილი ყურმოჭრილი მონები!
🔴🔻ან უკრაინა გვიშველის ამათი ამოძირკვაში!
სხვა რა გითხრათ, სააკაშვილი ალბათ თავის თავს თვითონ მიხედავს!
🔴🔻ეს კაცი, ასე თუ ისე, ყველამ ერთად გავწირეთ!
მადლობა ყურადღებისთვის!
პატივისცემით, მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი.“
აღნიშნული მიმართვა სოციალური ქსელით გავრცელდა.
0
0