
გამოცემა Reuters იუწყება, რომ ენდრიუს მთელი დღის განმავლობაში ტემზის ხეობის პოლიციის დეტექტივები კითხავდნენ.
პოლიციამ განაცხადა, რომ "დაკავებული პირი გამოძიების ფარგლებში გათავისუფლდა".
ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრინცი ენდრიუ, რომელსაც სექსუალურ დანაშაულში მსჯავრდადებულ ამერიკელ ფინანსისტთან, ჯეფრი ეპსტინთან ჰქონდა კავშირები, გუშინ, 19 თებერვალს, დააკავეს.
საკუთარ ძმას მეფე ჩარლზმა სამეფო ტიტულები გასული წლის ოქტომბერში ჩამოართვა, რის შემდეგაც ენდრიუმ უინძორების სასახლე დატოვა. მანამდე მან უარი სხვა სამეფო ტიტულებზეც თქვა, მათ შორის, იორკის ჰერცოგის წოდებაზეც.
ტიტულების ჩამორთმევას წინ უძღოდა ვირჯინია ჯუფრეს მემუარების გამოქვეყნება, რომელიც ენდრიუსა და ეპსტინს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა.
გამოქვეყნებულ მემუარებში ვირჯინია ჯუფრემ კვლავ გაიმეორა ბრალდებები, რომ პრინც ენდრიუსთან სექსუალური ურთიერთობა თინეიჯერულ ასაკში სამჯერ ჰქონდა. ჯუფრემ სიცოცხლე 2025 წლის დასაწყისში თვითმკვლელობით დაასრულა
0
0