03/12/2024
20:45
პოლიტიკა
შსს-ში პრესკონფერენციაზე "მთავარი არხის" ჟურნალისტმა, ქეთა ციცქიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს ჰკითხა, ნანახი ჰქონდა თუ არა აქციის მონაწილეებზე, მათ შორის ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის კადრები. ის მინისტრთან მივიდა და ამ კადრების ჩვენება სცადა.
მანამდე დარახველიძე საუბრობდა აქციის მონაწილეების მხრიდან ჩადენილ "დანაშაულებზე"
"ბატონო ალექსანდრე, თქვენ გურამ როგავაზე თავდასხმის ვიდეო ნანახი გაქვთ? შეგიძლიათ მითხრათ, ეს სპეცრაზმელი ვინ არის? შეგიძლიათ მითხრათ, ეს სამართალდამცველი ვინ არის?" - მიმართა ციცქიშვილმა მას.
შსს მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტი პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა, კითხვაზე კი კონკრეტული პასუხი არ გასცა. მისი თქმით, ამ საკითხზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა "არაერთი კომენტარი გააკეთა".
-0:00
0
0