
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი, გურამ ნიკოლაშვილი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის განცხადებას, უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ნიკოლაშვილი წერს, ნაცვლად შეცდომის და მარცხის აღიარებისა, კვლავ ვისმენთ ჭკუის დარიგებას და მითითებებს, რა როგორ უნდა ვაკეთოთ როგორც გარეთ, ასევე შინ.
"პროპაგანდის ახალი ნიაღვარი საქართველოშიც გვესმის იმის შესახებ, რომ უკრაინის (და ცხადია იგულისხმება საქართველოც) ნატოში გაწევრიანება საერთოდ არ იდგა დღის წესრიგში და რომ რუსულ აგრესიულ ომს ეს გამართლება ვერ ექნება, რომ თითქოს ეს მიზეზი გამოგონილია.
სრულიად უტიფრად, ამ კამპანიას სათავეში ერთ-ერთ ლიდერად ბორის ჯონსონი უდგას, უკრაინის ხანგრძლივ ომში შემყვანი და გამარჯვების მოიმედე. ნაცვლად შეცდომის და მარცხის აღიარებისა, რომ 2022 წლამდე გაცემული აროგანტული პასუხი ნატოს მიერ ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნებისა და ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის ერთგულების შესახებ იყო სრული ჩავარდნა და კატასტროფა, ამ პოლიტიკაში ფასის გადამხდელი ქვეყნები კვლავ ვისმენთ ჭკუის დარიგებას და მითითებებს, რა
როგორ უნდა ვაკეთოთ როგორც გარეთ, ასევე შინ.
ნუთუ?!”- წერს ნიკოლაშვილი.
1
0
ხობში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
18/12/2025