გურამ მაჭარაშვილი: თუ ეკლესიის, სიწმინდეებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის შესახებ ინიციატივა პარლამენტში შემოვა, „ხალხის ძალა“ მასზე იმსჯელებს
A-
+A

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა ახალი საინიციატივო ჯგუფის დაფუძნებას, რომელიც ეკლესიის, სიწმინდეებისა და ეროვნული ფასეულობების შეურაცხყოფის წინააღმდეგ საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას ითხოვს.
მისი განცხადებით, „ხალხის ძალა“ ამ საკითხზე ჯერ კიდევ 2022 წლიდან საუბრობდა. მაჭარაშვილის თქმით, თუ აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში შევა, პოლიტიკურ ჯგუფში მასზე იმსჯელებენ.
„ჩვენ, „ხალხის ძალამ“, ამ საკითხზე საუბარი, ზოგადად, ჯერ კიდევ 2022 წლიდან დავიწყეთ, მას შემდეგ, რაც გლობალური ომის პარტიამ ზეწოლა გააძლიერა საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფოზე და პირდაპირი დარტყმები დაიწყო რწმენაზე, პატრიარქზე, სიწმინდეებზე, ტრადიციებზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ ყველაფერს სჭირდებოდა დაცვა, მათ შორის, კანონმდებლობისა და აღსრულების დონეზე.
ინიციატივა ძალიან კარგია და თუ შემოვა პარლამენტში, პოლიტიკურ ჯგუფ „ხალხის ძალაში“ გვექნება მსჯელობა. თუმცა, მანამდე შემიძლია გითხრათ, რომ რაც უფრო მეტად დარეგულირდება კანონმდებლობის დონეზე დაცვის მექანიზმები სიწმინდეებთან და ტრადიციებთან დაკავშირებით, მით უფრო დაცული იქნება საქართველოს სუვერენიტეტის ხარისხი“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
0
0
45
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ქობულეთში, ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო
30/07/2026
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%