
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „ქრონიკასთან“ ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმების გერმანულ ინიციატივას ეხმაურება.
მისი თქმით, ცოტა ხანში სუვერენიტეტის დაცვა საჭირო აღარ იქნება, რადგან ევროკავშირში გაწევრიანებით ის აღარ იარსებებს.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ იმ ევროკავშირში შევალთ, რა ფორმითაც დღეს გვთავაზობენ, სუვერენიტეტის დაცვა ნამდვილად აღარ დაგვჭირდება იმიტომ, რომ აღარ გვექნება. „კარგი“ აქ ის არის, რომ ადრე თუ შეფარვით ახერხებდნენ [დაენახვებინათ] იმას, რომ ევროკავშირი სამოთხეა, ოღონდ აქ შემოდით და მერე კარგად იქნებით, ახლა უკვე პირდაპირ ამბობენ, რომ არ გჭირდებათ სუვერენიტეტი, ჩვენ ჩაგვაბარეთ და თქვენს ნაცვლად ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებსო. ეს არის ის რეალობა, რის წინაშეც დააყენა ევრობიუროკრატიამ დღევანდელი ევროკავშირი“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
0
0