
სამხრეთ ოსეთის სახით ადმინისტრაციის შექმნა გაუმართლებელი იყო, არც მართებულია მისი არსებობა იმ პირობებში, როცა ტერიტორიებია ოკუპირებული და იურისდიქცია ვერ ვრცელდება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, პირიქით, შეიძლება, ეს გარკვეული პროვოცირების საშუალება იყოს და ხელს აძლევდეს თავად ოკუპანტს, იქ არსებულ ძალებს.
„რაც შეეხება გეგელიას, მის აზროვნებას ვერ გადავამოწმებ, რადგან მისი აზროვნება იმ ხმებშია, რაც არჩევნებზე მიიღეს. მთავარია, ჩვენი ტერიტორიები სადაც ოკუპანტია შესული, გამოვიყენოთ ისე, რომ სამომავლო პერსპექტივა დავანახოთ ოს ძმებსა და დებს და არა ის, რომ მაპროვოცირებელი სამართლებრივი, თუ ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ, რასაც შემდეგში, რუსეთის მხრიდან რეაქციები მოჰყვა, რაც 2008 წელს მოხდა. გეგელიამ იმას გასცეს პასუხი, რა მოჰყვა 2008 წლის ომის შემდეგ? მანამდე „დამოუკიდებლობა“ აღიარებული არ ჰქონდა. ურჩევნია, პასუხი ამას გასცეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
0
0