
ბიზნესის ინტერესია, რომ რაც შეიძლება მეტი მოგება ჰქონდეს, თუმცა სახელმწიფოს ვალდებულებაა, ბიზნესსექტორს შეახსენოს, რომ ფასები უნდა დარეგულირდეს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ბიზნესის სექტორსაც ექნება ინიციატივა, რომ ფასების რეგულირება თავად მოახდინოს.
„პროდუქტებზე ფასების კლების რესურსი არსებობს. დღეს საპარლამენტო კომისიას შევქმნით, რომლის საქმიანობაც ეფექტური იქნება, გვექნება გამოკითხვა და კონსულტაციები ბიზნესის წარმომადგენლებთან, ორი-სამი თვის თავზე გვეცოდინება, რა სურათია. დარწმუნებული ვარ, ბიზნესსაც ექნება ინიციატივა, რომ ფასების რეგულაცია თავად მოახდინოს. ფასების მატება დამახასიათებელია ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც ვითარდება და ეკონომიკა ყოველ წელს იზრდება. ბიზნესის ინტერესია, რომ რაც შეიძლება მეტი მოგება ჰქონდეს, თუმცა სახელმწიფოს ვალდებულებაა, ბიზნესსექტორს შეახსენოს, რომ სახელმწიფო არსებობს, სადაც სხვადასხვა ფენაა და ფასები უნდა დარეგულირდეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
0
0