
პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, დასვა შეკითხვები და გააკეთა განცხადება ფასების მარეგულირებელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე. დეპუტატმა თქვა, რომ საბაზრო ფასები მხოლოდ რამდენიმე კომპანიის ხელშია:
„ვიცით, რომ ღია ეკონომიკაში ბაზარი არეგულირებს ფასებს. მაგრამ თუ ეს ბაზარი 70-75%-ით დაპყრობილი აქვს რამდენიმე კომპანიას, ეს ბაზრის მიერ დარეგულირებული ფასებია, თუ კომპანიების ხელშია კონტროლი? ანუ ბაზარი კი არ კარნახობს ფასებს, არამედ კომპანიები“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
დეპუტატმა კომპანია „ბიდი კომპანის“ წარმომადგენელს ჰკითხა, თუ რამდენად მიიჩნევს, რომ ბაზარზე თავისუფალი კონკურენციაა. დეპუტატის განცხადებით, კონკურენციის სააგენტო მეტად ეფექტური უნდა გახდეს და საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეიცვალოს კანონმდებლობაც.
„აღინიშნა, რომ ქსელებთან ურთიერთობაში პირობებს აყენებენ თვითონ ქსელები. ასევე, ადასტურებთ თუ არა, რომ ქსელური მაღაზიების მხრიდან თქვენ გაქვთ გარკვეული შეზღუდვა, ტრადიციულ მაღაზიებთან სხვა ფასებში სავაჭრო ურთიერთობის წარმართვისას?
ფაქტია, რომ საზღვარზე მოსული პროდუქცია, დახლზე ხვდება საშუალოდ 80-90%-ით გაძვირებული. მწარმოებლებთან საუბარში გაირკვა: 10 ლარიანი პროდუქცია რომ შედის ქსელში, რეალურად, 5 ლარი გრჩებათ თქვენ. კომისია ამიტომ ვართ შეკრებილი, ვნახოთ სადაა შესაძლებელი ფასების რეგულაცია, ოღონდ ისე, რომ საზოგადოებისთვის ეს გასაგები იყო.
კონკურენცია რომ წევს ფასებს, ეს ვიცით. მაგრამ კონკურენცია როგორ შეიძლება ეწოდოს იმას, რაზეც ახლა საუბრობთ? კონკურენციაში როგორ შეიძლება იყოს ტრადიციული მაღაზია, როცა თქვენ, ფაქტობრივად აკრძალვა გაქვთ ქსელისგან - ამ ფასზე დაბალ ფასად თუ შეიტან სხვაგან, ჩემთან აღარ გექნება ურთიერთობა.
ვისთან გექნებათ ამ შემთხვევაში ურთიერთობა? სხვა ქსელთან მისვლის საშუალება გაქვთ?
თქვენ, როგორც ბიზნესმენს, შეგიძლიათ თქვათ, რომ თავისუფალი კონკურენციის პირობებში ხართ?
პირდაპირ გკითხავთ - ქსელური მაღაზიებისგან პირობა რომ არ იყოს, ტრადიციულ მაღაზიებს ხომ უფრო იაფად მიყიდიდით პროდუქციას? ვიცით, რომ ღია ეკონომიკაში ბაზარი არეგულირებს ფასებს. მაგრამ თუ ეს ბაზარი 70-75%-ით დაპყრობილი აქვს რამდენიმე კომპანიას, ეს ბაზრის მიერ დარეგულირებული ფასებია, თუ კომპანიების ხელშია კონტროლი? ანუ ბაზარი კი არ კარნახობს ფასებს, არამედ კომპანიები!
გურამ მაჭარაშვილი: პრობლემის სათავე არის შემდეგი - კონკურენცია უნდა შექმნას იმ სააგენტომ თუ უწყებამ, რომელიც უკვე არსებობს, მაგრამ უნდა იყოს უფრო ეფექტური. კონკურენციის სააგენტომ უნდა აწარმოოს ეფექტური საქმიანობა. თუ საჭიროა კანონმდებლობის ცვლილება, ეს უნდა განვახორციელოთ. ხოლო თუ კანონში არაა ცვლილება საჭირო, კონკურენციის სააგენტო უნდა გახდეს უფრო ეფექტური. მისი არსი ხომ ისაა, რომ კონკურენცია შექმნას. კონკურენციის არსებობა კი ბიზნესმენების სურვილიცაა. რეალურად, სამთავრობო და საპარლამენტო კომისიების მუშაობის საფუძველზე, მივდივართ დასკვნამდე, რომ ჯანსაღი კონკურენცია სულ უფრო ნაკლები ჩანს, რაც ფასების რეგულაციას ხელს უშლის“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
0
0