
რადიკალები უკვე თავად ამბობენ, რომ საქართველო უკეთესს იმსახურებს, ამაზე მეტი აღიარება რა უნდა იყოს? რა თქმა უნდა, იმსახურებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ამ ადამიანებს პარლამენტისა და ცესკო-ს შენობებზე შტურმი უნდათ ხოლმე, ახლა კი თავადვე მიხვდნენ, რომ საქართველო უკეთესს იმსახურებს.
„მათი ჩანაცვლება აუცილებლად მოხდება, რადგან საქართველო უკეთესს პოლიტიკურ პარტიებს იმსახურებს. მათ სტრატეგია არ ჰქონიათ. თავადვე აღიარეს, რომ გეგმა არ ჰქონდათ და იმის მიხედვით მოქმედებენ, პატრონებიდან ვინ რას დაურეკავს. ხალხში გავიდნენ, ვერაფერი ნახეს და ალბათ, ახლა რაღაც დღესასწაულს დაელოდებიან, ხალხი რომ გამოვა, იქ მივიდნენ. რასაც ველოდებით ისაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკური არენიდან ჩამოცილების გადაწყვეტილება მალე მიიღოს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
0
0