
„ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ეუთო/ოდირს საქართველოში არჩევნების დაკვირვებაზე უარი რომ არ ეთქვა, მიმდინარე პროცესებზე სრული სურათი ექნებოდა.
მაჭარაშვილის თქმით, ადამიანის უფლებების დარღვევას თუ ჰქონდა ადგილი, მხოლოდ სახელმწიფო და კერძო მესაკუთრეების მიმართ, როცა „ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა დაწვეს და გაანადგურეს კაფეები, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საგნები“.
„დაკვირვების გარეშე აღიარა, რომ აქციები ძალადობრივი იყო. თუ დააკვირდებოდა, მიხვდებოდა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევას თუ ჰქონდა ადგილი, მხოლოდ კერძო მესაკუთრეების მიმართულებით, ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა დაწვეს და გაანადგურეს კაფეები, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საგნები. კარგია, ეუთო/ოდირმა აღიარა, რომ აქციები ძალადობრივი იყო, უკეთესი იქნებოდა, თუ პროცესს დააკვირდებოდა, სრული სურათი ექნებოდა. თუ აღიარებს, რომ ძალადობრივი აქციაა, ანუ, უფლება მივცეთ, რომ იძალადონ? ეს რა ლოგიკაა? ძალადობრივი აქცია მივუშვათ და კერძო, თუ სახელმწიფო საკუთრება გაანადგურონ? ძალადობრივი აქციების აღკვეთა დაკავების ან ჯარიმის გარეშე არ ხდება“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
0
0