გურამ მაჭარაშვილი: 2007 წელს მაშინდელი ხელისუფლება - „ნაცმოძრაობა“ „იმედში“ ფიზიკურად შეიჭრა. დღევანდელი „ნაცმოძრაობა“ კი ევრობიუროკრატიიდან ასანქცირებს ტელეკომპანია „იმედს“. ეს ერთი და იგივე ძალაა
A-
+A

ვროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ ქართული მედიასაშუალებებისთვის ევროპარლამენტში მუშაობის 1 წლით შეზღუდვას პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ეხმიანება.
„მედიაზე თავდასხმა „ნაცმოძრაობის“ სტილია, იმიტომ რომ არ გაჟღერდეს თავისუფალი სიტყვა, დააშინონ ჟურნალისტები და ზოგადად საზოგადოება“, - აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევრობიუროკრატია პლურალიზმსა და მედიის თავისუფლებას ითხოვს, თავად ამ პრინციპებს არ იცავს.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, ქართულ მედიაზე თავდასხმა იგივე საქართველოს სუვერენიტეტზე პირდაპირი შეტევაა.
„ამგვარ საქციელებსა და ქმედებებს ჩვენ, „ხალხის ძალამ“, შეფასებები ჯერ კიდევ 4 წლის წინ მივეცით და იმის შემდეგ ყოველთვის - ხან განცხადებებში, ხან კომენტარებში - ვამბობდით, რომ, სამწუხაროდ, აშშ-ის მაშინდელი ადმინისტრაციის (დღეს, მადლობა ღმერთს, ამ ქვეყანასთან ურთიერთობები ლაგდება) და ევრობიუროკრატიის მხრიდან მოდიოდა შეტევა, შტურმი და დეზინფორმაცია სახელმწიფო ინსტიტუტებზე, საქართველოს ხელისუფლებასა და ქართულ მედიაზე; შემდეგ კი დაიწყო სანქციები როგორც ინდივიდუალური, ისე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეკლესიასა და საპატრიარქოზე შეტევა, იმისთვის, რომ გავლენა მოეხდინათ საზოგადოებაზე და ამ მეთოდებით უკანასკნელი წლების განმავლობაში ცდილობდნენ, რომ როგორმე შერყეულიყო საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები და ზოგადად ქვეყანა. ჩვენ გვახსოვს 2007 წელს „იმედთან“ დაკავშირებით განვითარებული მოვლენები, როდესაც მაშინდელი ხელისუფლება - „ნაცმოძრაობა“ „იმედში“ ფიზიკურად შეიჭრა. დღევანდელი „ნაცმოძრაობა“ კი ევრობიუროკრატიიდან ასანქცირებს ტელეკომპანია „იმედს“. ეს ერთი და იგივე ძალაა - მაშინ საქართველოს ხელისუფლებაში იყვნენ, ახლა კი მათი პატრონები არიან ევრობიუროკრატიაში. ზეწოლა და თავდასხმა ტელევიზიაზე ზოგადად მათი სტილია, იმიტომ რომ არ გაჟღერდეს თავისუფალი სიტყვა, დააშინონ ჟურნალისტები და არა მხოლოდ ჟურნალისტები, ზოგადად საზოგადოება. ჩვენ რასაც გვთხოვენ ევრობიუროკრატები - პლურალიზმს, თავისუფალ სიტყვას, მედიის თავისუფლებას - ამას თავად არ იცავენ. საქართველოში რამდენიმე დღეში შეგიძლია შექმნა მედია საშუალება და, მათ შორის, ტელეკომპანია; ამას ვერ გააკეთებ ვერც ერთ ევროპულ ქვეყანაში და, მეტიც, იმას, რაც მათი ღირებულება იყო - მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა - თავად არღვევენ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მათ შორის პარლამენტშიც, ვითომ კრიტიკული და სინამდვილეში ევრობიუროკრატების დაკვეთების შემსრულებელი მედიის წარმომადგენლებს დერეფნებში, ეზოში, ხან ლიფტში უნდათ ინტერვიუს ჩაწერა და ა.შ. რომელ ევროპულ ქვეყანაში ნახავთ მსგავს რამეს? მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მოდის სანქციები ევრობიუროკრატიის მხრიდან - ზუსტად ამიტომ - რაც იყო 2–3 და 4 წლის წინ: ისინი აგრძელებენ იმავე პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ ამან არ გაამართლა. ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, რომ პირდაპირი შეტევა მიდის საქართველოს სუვერენიტეტზე - ეს არა მხოლოდ მედიაზე, არამედ საქართველოს სუვერენიტეტზე თავდასხმაა. ისევე როგორც ეკლესიაზე თავდასხმა არის საქართველოს სუვერენიტეტზე თავდასხმა. ქართველი ერის იდენტობას რომ შეეხები, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტს ეხები,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
0
0
34
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%