18/01/2025
17:29
საზოგადოება
ბულინგის მორიგი ტალღა - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ცნობილი ამერიკული ბენდის Guns N" Roses-ის მისამართით საზოგადოების ნაწილისა და სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ მოწოდებებს. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ მიზანი 30 მაისს დაგეგმილი კონცერტის ჩაშლაა.
სოციალურ ქსელში Guns N" Roses-ის მოუწოდებენ არ ჩამოვიდნენ საქართველოში, სალომე ზურაბიშვილი კი წერს, რომ ახლა საქართველოში კონცერტის დრო არაა. მისი თქმით, “კონცერტი მისაღები იქნება მხოლოდ ახალი არჩევნების შემდეგ”.
Guns N' Roses 30 მაისს, საქართველოს კონცერტს სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში გამართავს. როკ ბენდის კონცერტი შეკვეთილში, ციცინათელას პარკში 16 საათზე გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena აქვეყნებს.
აღსანიშნია, რომ Guns N' Roses-ის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში გახდა. როკბენდი შავი ზღვისპირეთში კონცერტს თავისი ტურნეს ფარგლებში გამართავს და ამის შესახებ ინფორმაცია ჯგუფის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
0
0