14/03/2023
11:46
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ ადასტურებს მმართველ პარტიასა და მინისტრთა კაბინეტში შესაძლო საკადრო გადაადგილების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საზოგადოებას ეცნობება.
„უმრავლესობაში, გუნდში ყველაფერი არის ძალიან კარგად. თუ რაიმე საკადრო გადაადგილება იქნება გუნდის შიგნით, გუნდის ფარგლებში, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას გაგიზიარებთ. რაც შეეხება მთავრობას, ამასთან დაკავშირებით მე ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ დაგიდასტურებთ. ეს არის პრემიერის ექსკლუზიური პრეროგატივა. თუ გუნდში რაიმე გადაადგილება იქნება, იქნება ეს პარლამენტი, მთავრობა თუ ნებისმიერი სხვა სტრუქტურა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავუზიარებთ საზოგადოებას შესაბამის ინფორმაციას, როცა ეს იქნება საჭირო“, - განაცხადა კობახიძემ.
0
0