
პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ საფრანგეთის ლიგა 1-ის ფარგლებში ლილის წინააღმდეგ თამაშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ქართველმა ფეხბურთელმა უკვე დაასრულა გუნდში ადაპტაციის პროცესი და ახლა საჭიროა, რომ ინდივიდუალური უნარების მაქსიმალურად გამოსავლენად, თავისუფლება მიეცეს.
„როდესაც ასეთი დონის მოთამაშეებს უფორმებ კონტრაქტს, მათ უკვე აქვთ საკმარისი ინტელექტი და შეუძლიათ სხვადასხვა სათამაშო სტილთან ადაპტაცია. როდესაც ისინი ხედავენ, როგორ მოქმედებენ თანაგუნდელები თავდასხმასა და დაცვაში, მათთან მორგების გზებსაც პოულობენ.
ჩვენ მას საკმარის სივრცეს ვაძლევთ საკუთარი ინდივიდუალობის გამოსავლენად. ერთი და იგივე არ არის, გყავდეს ისეთი თავდამსხმელი, რომელსაც ბევრი გოლი გააქვს და ისეთი თავდამსხმელი, რომელიც სივრცეებში იჭრება. ჩვენ ვცდილობთ, პატივი ვცეთ მის თვისებებს და განვავითაროთ ისინი“, - ამბობს ლუის ენრიკე.
0
0