გუნდში კონსულტაციები მიდის, ჩვენ გვაქვს გარკვეული დრო, რომ ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურა შეირჩეს - ირაკლი კობახიძე
A-
+A
-share.jpg)
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუნდში ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, საბოლოო გადაწყვეტილება კი, პრემიერმა უნდა მიიღოს.
“პარტიის ორგანოები, პარტიის წესდების შესაბამისად იმოქმედებს. პოლიტსაბჭოსა და მის წევრებს თავისი ფუნქცია აქვთ, სწორედ ამის შესაბამისად იმოქმედებს ეკატერინე ტიკარაძეც. რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურას, ეს არის, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, განმსაზღვრელია პრემიერის პოზიცია. ბუნებრივია, რომ გუნდში კონსულტაციები მიდის, რომელიც გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს გარკვეული დრო, რომ მინისტრის კანდიდატურა შეირჩეს,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გუშინ განაცხადა. მისი თქმით, ის მუშაობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.
0
0
590
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%