27/10/2024
15:16
არჩევნები 2024
მინდა, გულწრფელი იმედი გამოვხატო, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტურად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომლებიც ამ ქვეყნის წინაშე დგას და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანენ იმ მიზნებთან, რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას, – ამის შესახებ ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა, პასკალ ალიზარდმა განაცხადა.
“დიდი რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა გუშინ საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამდენად ძლიერია მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოებისგან საქართველოსა და მისი ხალხის მიმართ.საარჩევნო პროცესის ჩვენი შეფასება ეფუძნება კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგად მიღებულ შედეგებს. მაშინ, როცა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა ამომრჩევლებს საკმაოდ დიდი არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა 18 პოლიტიკური სუბიექტის არსებობის გამო, აქ გამოვლინდა პოლარიზება, არსებობდა გარემო, რომელიც საკმაოდ დიდ ზეგავლენას ახდენდა ახლახან მიღებული კანონმდებლობის შედეგად…მინდა გულწრფელი იმედი გამოვხატო, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტიანად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე დგას და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანენ იმ მიზნებთან, რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას, - განაცხადა პასკალ ალიზარდმა
მისივე თქმით, მადლობას უხდის საქართველოს ხელსიუფლებას თანამშრომლობისთვის ამ მისიის განმავლობაში.
„გულთბილი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომლებიც ასე გულთბილად დაგვხვდნენ ჩვენ და გულთბილად მიგვიღეს კენჭისყრის დღეს“, – განაცხადა პასკალ ალიზარდმა.
0
0