13/02/2023
19:20
მსოფლიო
კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა თქვა, რომ სიკვდილი მაინც გარდაუვალია რუსებისთვის, ამიტომ სჯობს მოკვდე „სწორი და მნიშვნელოვანი" საქმისთვის, ვიდრე ავადმყოფობისგან.
ამ დასკვნების შესახებ სიმონიანმა ბორის კორჩევნიკოვის გადაცემაში -„ცხოვრება და ბედში“ განაცხადა.
„სიკვდილი გარდაუვალია, სიკვდილი ყველას გველოდება. სულაც არ არის ფაქტი, რომ სჯობს სუსტი ადამიანი მოკვდეს რაიმე ხანგრძლივი და საშინელი ავადმყოფობისგან, ვიდრე ასე და რაიმე სწორი და მნიშვნელოვანი საქმისთვის", - თქვა სიმონიანმა.
მისი აზრით, რამდენიმე ათეული წლით ადრე სიკვდილი არ არის საშინელი, განსაკუთრებით უზენაესი გონის თვალსაზრისით.
„სხვაობა 10 წელიწადში, 20 წელიწადში, 30 წელიწადში - პრინციპში, დიდი არ არის. სამყაროს თვალსაზრისით, ზოგადად მცირეა. მადლობა ღმერთს, უკვე სამი შვილი გავაჩინე, მივაღწიე, რაც მინდოდა, ცხოვრებაში. თუ ღმერთი ინებებს, მეტად ვიბრძოლო, ჩემი ქვეყანა დავიცვა, მადლობელი ვიქნები და გამიხარდება“, - განაცხადა რუსმა პროპაგანდისტმა.
0
0