
გულდასაწყვეტია, რომ ვენეციის კომისიის პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად, ნაცვლად პროფესიული მსჯელობისა - ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა სალომე ქურასბედიანმა ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
"ვენეციის კომისიის დასკვნაში მრავლად ვხდებით როგორც დაუსაბუთებელ და ურთიერთსაწინააღმდეგო სამართლებრივ მსჯელობას, ისე ფაქტები არაერთ უხეშ დამახინჯებას, რაც კონკრეტული ჯგუფების რადიკალიზაციას კიდევ უფრო ახალისებს. ამდენად გულდასაწყვეტია, რომ ვენეციის კომისიის პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად, ნაცვლად პროფესიული მსჯელობისა, რაც ისევ და ისევ ვენეციის კომისიის რეპუტაციას აზიანებს. დასკვნის პირველივე პარაგრაფი ცრუ გაქტობრივ ინფორმაციას შეიცავს," - აცხადებს სალომე ქურასბედიანი.
0
0