-share.jpg)
„უმორჩილესად გთხოვთ, ნუ ეცდებით ამერიკაში მოხვედრას არალეგალური გზით, ეს არის ძალიან საშიში და ამავდროულად არაკანონიერი. ამასთანავე, გართმევთ შანს, მეორედ ჩამობრძანდეთ ამერიკაში უკვე ლეგალურად“, ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ქუთაისი პოსტის“ სტუდიაში სტუმრობისას განაცხადა.
დიპლომატის განცხადებით, როდესაც “ასეთი გზით შედიხართ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ითვლება რომ იქ იმყოფებით არალეგალურად და ხშირად ხდება ამ ადამიანების დეპორტაცია”.
„ვწუხვართ, რომ საქართველოს მოსახლეობას ხშირად არასწორი ინფორმაცია მიეწოდება“, განაცხადა დეგნანმა.
რაც შეეხება ვიზის საკითხს, ელჩი ამბობს, რომ პანდემიის გამო გარკვეული პერიოდი იყო შეფერხებული და ბევრი საქმე დაგროვდა ამ კუთხით. ეს არა მარტო საკონსულოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაა.
„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სტუდენტებს, ვიზიტორებს, ბიზნესის წარმომადგენლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, აიღონ ვიზა და გაემგზავრნონ. უბრალოდ ამისათვის მნიშვნელოვანია თადარიგის დაჭერა და უფრო ადრე საბუთების შემოტანა.
ვიზის გაცემის პროცესი მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ კოვიდის პერიოდმა გარკვეული შეზღუდვები მოგვიტანა და სწორედ ამან გამოიწვია ინტერვიუების შეფერხება, თუმცა ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ სიტუაცია გამოსწორდეს. მე ვურჩევ ყველას, ვისაც სურს ამერიკაში მოხვედრა, რომ ყველაფერი გააკეთონ კანონიერი გზით“, განაცხადა ელჩმა “ქუთაისი პოსტთან" ინტერვიუში.
0
0