24/06/2023
10:24
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელებს მიმართავს, მოუწოდებს, რომ გამოიჩინონ კეთილგონიერება და მუდმივი განლაგების ადგილებში დასაბრუნებლად უწყების წარმოამდგენლებს მიმართონ. განცხადების მიხედვით, რუსეთი მათ "უსაფრთხოების გარანტიას" აძლევს.
"თქვენ მოტყუებით ჩაგითრიეს პრიგოჟინის დანაშაულებრივ ავანტიურასა და შეიარაღებულ აჯანყებაში.
სხვადასხვა რაზმიდან თქვენმა ბევრმა თანამებრძოლმა უკვე გააცნობიერა შეცდომა და ითხოვდნენ დახმარებას მუდმივი განლაგების ადგილებში უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის.
ჩვენი მხრიდან ეს დახმარება უკვე გაეწია ყველას, ვინც მოგვმართა - მებრძოლებსა და მეთაურებს.
გთხოვთ, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და რაც მალე დაუკავშირდეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ან სამართალდამცავ ორგანოებს. ჩვენ ყველას გაძლევთ უსაფრთხოების გარანტიას". - ვკითხულობთ განცხადებაში.
0
0