
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგილზე მობილიზებული სპეციალური ტექნიკის საშუალებით, ხმოვანი სიგნალის გამოყენებით დემონსტრანტებს აფრთხილებს - დატოვონ ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით განსაზღვრული ღონისძიებები: „გთხოვთ დაიშალოთ! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონით განსაზღვრული ღონისძიებები“.
სამართალდამცავმა უწყებამ განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები.“
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დემონტრანტები პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეიჭრნენ. მათ წინააღმდეგ სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციის მონაწილეებმა მოშალეს პრეზიდენტის სასახლის ეზოს ჯებირებიც.
1
0