18/10/2024
20:28
პოლიტიკა
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი თბილისში ევროკავშირის ელჩის პაველ გერჩინსკის განცხადებებს გამოეხმაურა.
ევროპელმა დიპლომატმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა: „თუ თქვენ გადაწყვეტთ საქართველოს გადაქცევას ერთპარტიულ სახელმწიფოდ, აკრძალოთ ოპოზიცია და განდევნოთ სამოქალაქო საზოგადოება, თუ ნებას მისცემ საქართველოს, იყოს ადგილი, სადაც თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ადგილი არ არის, თუ გადაწყვიტეთ, რომ საქართველოში ყველა ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული, ღიად ვიტყვი - ქვეყანა არ გახდება ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ და არც 2030 წელს“.
„ვიღაც ხერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ეროვნებით პოლონელი, თბილისში აბობოქრდა.
ითქვა, რომ საქართველო არ იქნება ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ და არც 2030 წელს, თუ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის სისტემა ჩამოყალიბდება. შეგახსენებთ, რომ ეს ითქვა საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინ, ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური ბრძოლის ატმოსფეროში. იმის თქმა, რომ ეს დიპლომატიური ეთიკის დარღვევაა, ნიშნავს, რომ არაფერი თქვა! რეალურად ხდება დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეების პირდაპირი შანტაჟი და დაშინება. მსგავსი რამის მოთმენა სერიოზული გამოცდაა ქართული სიამაყისთვის.
დარწმუნებული ვარ, ამას ბრიუსელმაც უნდა მიაქციოს ყურადღება. თუმცა, მათ უკვე დაივიწყეს წესიერება“, - წერს კარასინი თავის ტელეგრამაში.
0
0