07/07/2022
15:48
პოლიტიკა
„გუშინ მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, კონკრეტულად მაიკ მაკფოლისგან, რომელიც არის მაღალი თანამდებობის პირი ამერიკაში. დღეს კურირებს და კოორდინაციას უწევს საერთაშორისო ჯგუფს სანქციების შესახებ. მან გააკეთა გაცხადება, რომ განიხილებიან საქართველოში და ბელარუსში ადამიანები პერსონალური სანქციებისთვის, რომელიც უკავშირება რუსეთის დახმარებას ამ საშინელი, აგრესიული ომის პირობებში.” – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
“რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, როდესაც შენი ქვეყანა ბელარუსთან ერთად ჟღერს ამ კონტექსტში. ჩვენ უნდა გესმოდეს, რომ საუბარია არა ქვეყნის დასჯაზე, არამედ კონკრეტულად იმ პერსონალურ სანქციებზე, რაც უკავშირდება მიტაცებული ხელისუფლების, ოლიგარქიული მმართველობის პირობებში, რუსეთის დახმარებას ოლიგარქიულ პირამიდაში. ეს ამ მხრივ პირიქით, გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას, რომ არ გავხდეთ ბელარუსი და მსგავსი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა, დეოლიგარქიზაციის პროცესის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყოს სწორედ საერთაშორისო, პერსონალური სანქციები. ჩვენ წარმოვადგინეთ პატარა ოლიგარქები, ვითომ ბიზნესმენების კორუფციული სქემა, რომლებზეც დგას მაღალი კორუფციული ინტერესები, მათ შორის რუსეთთან კავშირები – ირაკლი რუხაძე პროპაგანდისტი, ასევე ჩხარტიშვილი, ოთარ ფარცხალაძე, უჩა მამაცაშვილი და ასე შემდეგ.
დღეს მინდა, აქცენტი გავაკეთო ძალოვან სტრუქტურებზე. ძალოვანი სტრუქტურები არის საყრდენი, რომლის მეშვეობითაც ოლიგაქრი და ოლიგარქიული მართველობა იტაცებს სახლმწიფოს, არჩევნებს, შანტაჟს აწყობს და ასე შემდეგ. მეორე, ასევე არის ჩართული რუსეთთან ძალიან საშიში კავშირების ან შექმნაში, ან დაფარვაში.
ჩენ მივაწვდით ჩვენს პარტნიორებს ინფორმაციას გრიგოლ ლილუაშვილის შესახებ, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის პირადი გარემოცვიდან, „ქართუს“ სისტემიდან. ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი პირადი ფიგურა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესსაქმეებში. უსაფრთხების სამსახური, რომელსაც ის ხელმძვანელობს, არის არა ქვეყნის, არამედ ბიძინა ივანიშვილის ოლიგაქრიული მმართველობის უსაფრხოების სამსახური, რომელიც გარდა შანტაჟისა, პოლიტიკური დევნისა და ასე შემდეგ, ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ ფიგურირებდა სანქცირებული ტვირთით შემოსული გემის საქმეშიც, რაც აუცილებლად საჭიროებს შესწავლას;
ასევე, ჩვენ სუს-იდან გამოვყავით კობა კობიძე – ეს არის ადამიანი, ე.წ. ოტოს ხელმძვანელი (ოპერატიულ ტექნიკური სამსახური), რომელიც არის უშუალოდ ჩართული მიყურადებაში, შანტაჟში და ასე შემდეგ. ჩვენ ვსწავლობთ არა უბრალოდ იმ ხალხს, ვინც არის წინა პლანზე, არამედ მათ შორის მათაც, ვინც უკანა პლანიდან იმალება, ასრულებს ამ ოლიგარქიული სისტემის დაცვის ფუნქციას. ამიტომ კობა კობიძეზეც იქნება შეგროვებული და გადაცემული ინფორმაცია;
ვახტანგ გომელაური, რომელიც არის ასევე ბიძინა ივანიშვილის პირადი გარემოცვა, პირადი მცველი, პირი, რომელიც დაინიშნა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრად და ნაცვლად იმისა, რომ ემსახურებოდეს ქვეყანას, ემსახურება კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს.
როდის იქნება სანქციები, როგორ იქნება, რას გადაწყვეტენ ჩვენი პარტნიორები, ეს მათი საქმეა. ჩვენ ამაზე სპეკულირებას არ ვაპირებთ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დეოლიგარქიზაციის ერთ-ერთი მძლავრი იარაღი არის სწორედ ის, რომ ავარიდოთ ქვეყანას სანქციები, ქვეყანას ავარიდოთ, რომ იყოს იმ ქვეყნის რიგში, რომელიც სისხლიან მანქანაში მონაწილეობს უკრაინაში და პასუხიმგებლობა აიღოს სწორედ იმ კონკრეტულმა ოლიგარქიული მმართველობის წევრებმა, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ვინც ქვეყანა ჩააგდეს ამ მდგომარეობაში“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
0
0