
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, 4 ოქტომბერს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ძალიან ბევრი კარგი კანდიდატი განიხილება“.
გეგელიამ არ დააკონკრეტა, თუ ვინ იქნება მათ მიერ თბილისის მერობის კანდიდატად დასახელებული, თუმცა აღნიშნა, რომ მას საზოგადოებას მალე წარუდგენენ.
„განხილვით ბევრი ადამიანი განიხილება. ჩვენ სწორედ ეს ვთქვით, რომ განიხილება ძალიან ბევრი, კარგი კანდიდატი. ჩვენ ვართ კვლევებზე დაფუძნებულ შეჯერების პროცესში. ეს არის ძალიან საინტერესო, დემოკრატიული პროცესი. სულ მალე ვიქნებით მზად, რომ საზოგადოებას წარვუდგინოთ, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, ასევე არაერთ სხვა წერტილში სხვადასხვა კანდიდატი. ეს არის ისევ და ისევ პროცესი, რომელსაც გარკვეული დრო მიაქვს იმიტომ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვინ იქნება ჩვენი კანდიდატი და რა მიზეზებით. ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ საზოგადოებასთან და გვსურს მას ნათლად მოვახსენოთ, თუ ვინ და რატომ არის ჩვენი კანდიდატი ამა თუ იმ ბრძოლაში“, - განაცხადა გეგელიამ.
0
0