
დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო, არა მარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
გეგელიას თქმით, ეს ადამიანები ძალიან კარგად იაზრებენ ვითარების სიმძიმეს.
„ასეთ ვითარებაში, ვფიქრობ, ნაკლებად რელევანტურია, ვინ იქნება კლინიკაში და ვინ – ციხეში, რადგან მილიონობით ადამიანი დღეს იმყოფება პატიმრობაში და კონკრეტული ადამიანები საკუთარი პოლიტიკური შეხედულების გამო იმყოფებიან ციხეში. ჩემთვის ყველაზე მთავარია ამ ადამიანების გათავისუფლება და არა ცალკეული პირების ადგილსამყოფელის გამორკვევა. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ერთ-ერთი პოლიტპატიმარი ასევე იყოს ციხეში. ჩემთვის ამ კუთხით არ არის, იმ ფონზე, როდესაც, ფაქტობრივად, ყველა ოპოზიციონერი ლიდერი დაპატიმრებულია, ისევ და ისევ საკუთარი პოლიტიკური შეხედულების გამო, ადამიანები იმყოფებიან პატიმრობაში,ციხეში“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში 12 ნოემბერს გადაიყვანეს.
0
0