
ვაიმარის სახელმწიფოების“ საგარეო სამინისტროების ევროპის დირექტორებთან, ანუ იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენს რეგიონთან და სახელმწიფოსთან მიმართებით პოლიტიკის კურსსა და შინაარსს ქმნიან, ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრას ესწრებოდნენ „ვაიმარის სახელმწიფოების“ ელჩები საქართველოში, იმ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში არიან წარმოდგენილები.
„მიმოვიხილეთ ყველა ძირითადი საკითხი, რომელიც გამოწვევად ჩვენი დემოკრატიის წინაშე დგას. შემიძლია, ვთქვა, „ქოცურ“ ფასად არავითარი დალაგება არ იქნება. „ქართული ოცნების“ რეჟიმს თუ სურს, ევროკავშირთან და ცივილიზებულ მსოფლიოსთან რაიმე ტიპის ნორმალიზება, მოუწევთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ეს არის: პოლიტპატიმრების შეწყალება, ახალი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ურთიერთგანადგურებაზე მომართული პოლიტიკის შეწყვეტა. ამ კურსის პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება“ ანტიევროპულ რიტორიკას ეწევა, ჰყავს პოლიტიკური ტყვეები, არ ნიშნავს არჩევნებს და მიტაცებული აქვს სახელმწიფო, ევროკავშირთან არავითარი გადატვირთვა არ იქნება“, – განაცხადა გეგელიამ.
გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
„შეხვედრა იყო დახურულ ფორმატში, შესაბამისად, არავითარი საჯარო განცხადება არ კეთდება. შემიძლია გითხრათ, სტაბილიზაციის „ქოცური“ მოდელი კრახისთვის არის განწირული. მათგან სამოქმედო და რეალური ნაბიჯები თუ არ იქნება გადადგმული, არანაირი სტაბილიზაცია არ იქნება. „ქოცური“ ილუზია, რომ შეიძლება, რაიმე ტიპის სტაბილიზაცია მოხდეს ისე, რომ არანაირი ნაბიჯები არ გადადგან, არის კრახისთვის განწირული. მინდა, „ქოცებს“ ვუთხრა, კარგად შეხედონ უნგრეთის მაგალითს, რა დაემართათ მათ სულიერ მამამთავარს და მამამთავრებს, დაინახავენ საკუთარ ძალიან ახლო მომავალს. ასევე, მათ ადგილას ჩავალაგებდი ბარგი-ბარხანას და მოვემზადებოდი პოლიტიკური „ეგზიტისთვის““, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
0
0