
ქართული პროტესტის გამარჯვება არის ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, ამას როგორ გავაკეთებთ, რა გზით, რამდენი გზით და რამდენი ბრძოლის ველის გამოყენებით, ჩვენი გადასაწყვეტია და არა სხვა პარტიების და სხვა პოლიტიკოსების, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
გრიგორლ გეგელია კოლეგებს ურჩევს, მეტი დრო დახარჯონ „ქართულ ოცნებაზე“, რადგან დღეს „ქართული ოცნებაა“ დასამარცხებელი, ხოლო „ლელოზე“ საუბარი „ქართულ ოცნებას“ არაფერს აკლებს.
„ყველა პოლიტიკოსი უნდა ესაუბროს საკუთარ ამომრჩეველს და არა სხვა პარტიებს. ყველა პარტიას აქვს საკუთარი ხედვა, გზა. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა პარტიის ხედვას, გადაწყვეტილებას, ამავე დროს ძალიან მკაფიოდ გაგვაჩნია საკუთარი ხედვები, გზა. მთავარია, რომ მიზანი იყოს და, აქამდე მუდმივად ყოფილა საერთო. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვემსახურებოდეთ იმ საერთო მიზანს, რაც არის ბიძინა ივანიავილის რეჟიმის დასუსტება და დამარცხება, საერთაშორისო სანქციებისა და ზეწოლის გაზრდა. ქართული პროტესტის გამარჯვება არის ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება. ამას როგორ გავაკეთებთ, რა გზით, რამდენი გზით და რამდენი ბრძოლის ველის გამოყენებით, ჩვენი გადასაწყვეტია და არა სხვა პარტიების და პოლიტიკოსების. მათ ვურჩევდი, უფრო მეტად ფოკუსირდნენ „ქართულ ოცნებაზე“, „ქართული ოცნების“ დასუსტებაზე და საკუთარ ამომრჩეველთან საუბარზე, ვიდრე „ლელოს“ შესახებ საუბარზე. თვითონ გავარკვევთ, რა სჯობს ჩვენთვის, ამ ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის და კოლეგებს ვურჩევდი, მეტი დრო დახარჯონ „ქართულ ოცნებაზე“, რადგან დღეს „ქართული ოცნებაა“ დასამარცხებელი. „ლელოზე“ საუბარი „ქართულ ოცნებას“ არაფერს აკლებს“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
მისი თქმით, „ლელოს“ მოუსმენია კრიტიკაც, ისეთი შეფასებაც, რომელიც არ ზის არც თანამებრძოლეობაში, არც, ზოგადად საზოგადოებრივი ქცევის წესებში.
„მოგვისმენია კრიტიკაც, ისეთი შეფასებაც, რომელიც არ ზის არც თანამებრძოლეობაში, არც, ზოგადად საზოგადოებრივი ქცევის წესებში, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, ყოველთვის ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმას, რაც მყარი არგუმენტებით გვგონია, რომ სწორია“, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა.
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ ბრძოლის ყველა ველი უნდა იყოს ათვისებული.
„ბრძოლის ყველა ველი უნდა იყოს ათვისებული, რათა ამ ბოროტმოქმედ, რუსულ, ანტიქართულ, ანტიადამიანურ რეჟიმს ყველგან, სადაც შესაძლებელია დახვდეს ბრძოლა, წინააღმდეგობა და არამარტო თბილისში, არამედ ყველგან, 3000-ვე უბნის მასშტაბით. ჩვენი ფილოსოფიაა, საერთაშორისო ზეწოლაც უნდა იყოს, საშინაოც, პროტესტიც და არათუ უნდა იყოს, ბევრად მეტი საპროტესტო კერა უნდა გავაჩინოთ, რათა რუსული ჰიბრიდული რეჟიმი დავასუსტოთ და დავამარცხოთ“, – განაცხადა გრიგორლ გეგელიამ.
0
0