
კობახიძე-პაპუაშვილის რეჟიმს, რომელიც უკვე საერთაშორისო საგამოძიებო პლატფორმების მიერ არის ეჭვმიტანილი ტერორისტებად, პასუხები არ აქვთ, სამაგიეროდ, კითხვები ჰქონიათ იმასთან მიმართებით, „ლელო“ და ALDE როდის გარიცხავს ელისაშვილს? - არასდროს, ბატონებო,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
გეგელიას განმარტებით, ელისაშვილი მათი პარტიის თანამებრძოლია, თუმცა სხვა პოლიტიკური სუბიექტის თავმჯდომარე.
„კობახიძე-პაპუაშვილის რეჟიმს, რომელიც უკვე საერთაშორისო საგამოძიებო პლატფორმების მიერ არის ეჭვმიტანილი ტერორისტებად, პასუხები არ აქვთ, სამაგიეროდ, კითხვები ჰქონიათ იმასთან მიმართებით, „ლელო“ და ALDE როდის გარიცხავს ელისაშვილს? არასდროს, ბატონებო, თუნდაც იმიტომ, რომ ელისაშვილი არც „ლელოს” წევრია და არც „ალდესი“. თქვენგან განსხვავებით, ფასადური კოლეგა პარტიები და ყალბი სათამაშო პრეზიდენტები რომ გყავთ, ჩვენ შინაარსის ხალხი ვართ. ალეკო ჩვენი თანამებრძოლია, ოღონდ სხვა პოლიტიკური სუბიექტის თავმჯდომარე, რომელსაც ერთხელაც არ ჰქონია შეხება ALDE-სთან, არცერთი ფორმით. შესაბამისად, შინაარსისგან დაცლილი ეს არასერიოზული კითხვა, რომელსაც რუსული რეჟიმის ორი პირველი პირი მეორე დღეა განმეორებით სვამს, ამოწურულია. სამაგიეროდ, დგას სერიოზული კითხვა, მშვიდობიანი ქართველი ხალხის მასობრივად დაწამვლასთან დაკავშირებით. რეჟიმს მოუწევს პასუხი აგოს ნამდვილ და მასობრივ ტერორისტულ აქტზე საკუთარი მშვიდობიანი მოქალაქეების მისამართით“,- განაცხადა გეგელიამ.
0
0