
ვნახე, ადამიანებს როგორ სურთ, შეიცვალოს რეალობა, რასაც სჭირდება სწორი მუშაობა და არა რაღაც რვიანი, თექვსმეტიანი, ოცდახუთიანი, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ლელო – ძლიერი საქართველო“ აპირებს კამპანიურ რეჟიმში ბრძოლის გაგრძელებას.
„ჩერგოლეიშვილის განცხადებას არ აღვიქვამთ სერიოზულად, ამიტომ არ ვაპირებ პასუხს. ჩვენი გეგმა არის ბრძოლა. არავისთან გაერთიანებას არ ვაპირებთ. ჩვენი გეგმა არის ბრძოლა ჩვენს ამომრჩეველთან ერთად, ზრდა და გაძლიერება. რაც შეიძლება მეტად ხელის შეწყობა, რომ ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი ჩამოიშალოს მშვიდობიანი გზით. ჩვენ ვნახეთ ეს ამ არჩევნებზეც. მე პირადად ვნახე ეს ჩემს ოლქში, ადამიანებს როგორი განწყობა აქვთ, როგორ სურთ, შეიცვალოს რეალობა, რასაც სჭირდება სწორი მუშაობა. არა რაღაც ერთობების შექმნა, გარდაქმნა და რვიანი, თექვსმეტიანი, ოცდახუთიანი. ჩემთვის ეს უბრალოდ სასაცილოა. პირდაპირ გეტყვით, არ მაინტერესებს კონკრეტულად ქალბატონი ჩერგოლეიშვილის აზრი. მე მაინტერესებს ქართველი ხალხის აზრი და ის პერსპექტივა, რაც ყველას ერთად გვაქვს. ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან აქტიურად შტაბურ რეჟიმში, კამპანიურ რეჟიმში ბრძოლას და შრომას, მათ შორის მზადებას იმ არჩევნებისთვის, რომელიც აუცილებლად იქნება“, – განაცხადა გეგელიამ.
ცნობისთვის, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „„რვიანი“ აღარ არსებობს, იხილავთ დემოკრატიული პარტიების კოორდინაციას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ ვერ გაეკარებიან“.
0
0