
ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ვერ ააშენა ანაკლიის პორტი, ვერ შემოიყვანა ინვესტორი, მამუკა ხაზარაძეს არ მისცა შესაძლებლობა და შანსი, აეშენებინა პორტი, მამუკა ხაზარაძეს მიზანმიმართულად შეუშალეს ხელი, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ ფულის გათეთრება გამოიყენეს მამუკა ხაზარაძის ჩაძირვისთვის, თუმცა ამ სასამართლოთიც კი ვერაფერი დაამტკიცეს.
„ისრების გადატანა არ ხდება. ანაკლიის პორტის აშენება ან არ აშენება ხელისუფლების საკითხია. ამდენი წლის განმავლობაში რომ არ აშენებულა, ისრის გადატანა კი არ არის, ფაქტია. ხელისუფლებამ ვერ ააშენა პორტი, ვერ შემოიყვანა ინვესტორი, მამუკა ხაზარაძეს არ მისცა შესაძლებლობა და შანსი, აეშენებინა პორტი. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ პოლიტიკური ჩარევის გამო მამუკა ხაზარაძეს მიზანმიმართულად შეუშალა ხელი „ქართული ოცნების“ ადმინისტრაციამ, რომ აეშენებინა პორტი და მეტიც, ჩვენ გვახსოვს პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოყენებაც ამ პროცესში, როდესაც ე.წ. ფულის გათეთრების საქმე აღუძრეს და ამ სასამართლოთიც კი ვერაფერს გახდნენ. გინახავთ, რომ „ქოცებმა“ ამ სასამართლოთი მაინც ვერ შეფუთეს რაღაცა. ფულის გათეთრება ამ სასამართლოთიც კი ვერ დაამტკიცეს, არადა ეგ გამოიყენეს, რომ ჩაეძირათ მამუკა ხაზარაძე,რაც ყველამ ძალიან კარგად იცის. რაც შეეხება ახლანდელ არბიტრაჟს, მას არ განუხილავს არაფერი. არბიტრაჟში განიხილავდნენ აბსოლუტურად სხვა საკითხს. ეს არბიტრაჟი იყო ბობ მეიერის და არა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის. სხვა პირის მიერ წარმოებული დავა იყო. მას ჰქვია ბობ მეიერი, არც ბადრი ჰქვია და არც მამუკა, მაგრამ თუ გაინტერესებთ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს არბიტრაჟიც უფლებამოსილების საკითხს განიხილავდა“, – განაცხადა გრიგორლ გეგელიამ.
0
0