04/11/2024
20:55
საზოგადოება
აქ ვიმყოფები, რათა ყველა აქტივისტისა და მოქალაქის მიმართ, რომლებიც თავიანთი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად გამოდიან, მხარდაჭერა გამოვხატო , - ამის შესახებ შვედმა აქტივისტმა, გრეტა ტუნბერგმა თბილისში აქციაზე, „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
„აქ ვიმყოფები, რათა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა ყველა აქტივისტისა და მოქალაქის მიმართ, რომლებიც თავიანთი ფუნდამენტური უფლებების, როგორიცაა თავისუფლება, სამართლიანობა და დემოკრატია, დასაცავად გამოდიან. ეს აღმაშფოთებელი განვითარებაა, ავტორიტარული განვითარებაა, რომელიც ახლა საქართველოში ხდება და მე დიდ პატივს ვცემ იმ ხალხს, ვინც ისევ და ისევ ქუჩებს ავსებს და დემონსტრაციის უფლებას იყენებს, რათა ჩაგვრის მიუხედავად, არსებული მდგომარეობის მიმართ, თავიანთი უკმაყოფილება გამოხატოს“, - განაცხადა გრეტა ტუნბერგმა.
გრეტა ტუნბერგი შვედი გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების მოწინააღმდეგე აქტივისტია, რომლის მიერ წამოწყებულმა „სასკოლო გაფიცვებმა“ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ის ჯერ კიდევ 15 წლის იყო, როდესაც 2018 წელს დაიწყო პარასკევის გატარება შვედეთის პარლამენტის წინ და მოითხოვდა შვედეთის მთავრობის აქტიურ ჩართულობას კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ. გრეტას მალევე სხვა ახალგაზრდებიც შეუერთდნენ.
2019 წელს, ჟურნალმა Time - მა გრეტა დაასახელა წლის ადამიანად. გრეტა ასევე 2019 და 2020 წელს იყო ნომინირებული ნობელის პრემიაზე.
0
0