21/01/2026
18:19

„მინდა გრენლანდიის ყიდვაზე მოლაპარაკება“, - თქვა ტრამპმა დავოსში.
„„დანია მეორე მსოფლიო ომში ექვს საათში დაეცა და ვერც საკუთარი თავის და ვერც გრენლანდიის დაცვა შეძლო“, - თქვა ტრამპმა. „ახლა ალბათ გერმანულად და შესაძლოა ცოტა იაპონურადაც ილაპარაკებდით. ჩვენ გრენლანდია დავიბრუნეთ, მაგრამ დღეს ისინი ძალიან უმადურები არიან. ჩვენ დავამარცხეთ გერმანელები, იაპონელები და იტალიელები. თავაზიანად ვითხოვთ გრენლანდიის დაბრუნებას“, - თქვა ტრამპმა. და დასძინა, რომ ის გრენლანდიაში სამხედრო ძალას არ გამოვიყენებს.
„ჩვენ დავფარეთ ნატოს ყველა ხარჯი და მე მხოლოდ გრენლანდიას ვითხოვ“, - განაცხადა ტრამპმა.
„ასე რომ, ჩვენ გვინდა ყინულის ნაჭერი მსოფლიოს დასაცავად და ისინი არ გვაძლევენ მას. ჩვენ არასდროს არაფერი გვითხოვია. შეგვეძლო ეს ტერიტორია ჩვენთვის შეგვენარჩუნებინა, მაგრამ არ გავაკეთეთ ეს. ამიტომ მათ აქვთ არჩევანი:
შეგიძლიათ თქვათ „კი“ და ჩვენ ძალიან მადლიერები ვიქნებით.
ან შეგიძლიათ თქვათ „არა“ და ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ“.- თქვა ტრამპმა.
მისივე თქმით, „კანადა შეერთებული შტატების წყალობით არსებობს“
0
0