17/01/2025
10:38
მსოფლიო
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ გრენლანდიის გადასაწყვეტია საკუთარი მომავალი.
,,დანია მზადაა, გააფართოვოს პასუხისმგებლობა არქტიკაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ასევე გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა მუნე ეგედემ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ გრენლანდია არ იყიდება. აშშ-ში დანიურ კომპანიებს წვლილი შეაქვთ ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში. ევროკავშირსა და აშშ-ს საერთო ინტერესი აქვთ ვაჭრობის გაძლიერების საკითხში,“ - განუცხადა ფრედერიკსენმა ტრამპს 45-წუთიან სატელეფონო საუბრისას.
დონალდ ტრამპს აღნიშნულ განცხადებაზე საჯაროდ რეაგირება არ მოუხდენია. თუმცა, მან TruthSocial-ზე ხელახლა გამოაქვეყნა 2019 წლის გამოკითხვა, რომელშიც ჩანს, რომ გრენლანდიელთა 68% მხარს უჭერს დანიისგან დამოუკიდებლობას.
როგორც ცნობილია, გასულ კვირას, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კოპენჰაგენისა და გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკის შეშფოთება გამოიწვია, როდესაც მან განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს არქტიკული კუნძულის შეძენა სურს, რომელიც დანიის ავტონომიური ტერიტორიაა.
0
0