02/11/2024
19:58
ეკონომიკა
ჩვენ ვნახეთ, რომ ლარის კურსი არაერთხელ იყო პანიკური ზეწოლის ქვეშ. არა ფუნდამენტური ფაქტორებიდან გამომდინარე რყევის ქვეშ, არამედ, პანიკური ზეწოლის ქვეშ. ცხადია, პანიკის დათესვა ყოველთვის მაღალი რისკის მატარებელია და ძალიან სწორ ხაზზე ფრთხილადაა გასავლელი, რომ პანიკამ არ იქონიოს გავლენა, რომელიც გამოიწვევს მოკლევადიან რყევებს. რა თქმა უნდა გრძელ ვადაში ყველაფერი დამშვიდდება“, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი აბაშიშვილმა.
მისი თქმით, ლარის კურსის მოკლევადიანი რყევები მსხვილი ბიზნესისთვის ნაკლებადაა დამაზიანებელი.
„როცა ვლაპარაკობთ ლარის კურსის მერყეობაზე, ლარის კურსის მოკლევადიანი მერყეობა და პანიკა, თითოეულ ჩვენგანს აზარალებს და შედარებით ნაკლებად მსხვილ ბიზნესს, რომელსაც შედარებით მაღალი აქვს ბუფერი“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
მისი თქმით, გრძელვადიან პერიოდში ლარის კურსი დასტაბილურდება.
„არავის არ აქვს ილუზია, რომ ქვეყანაში ისე განვითარდება მოვლენები, რომ დაზიანდეს ქვეყნის ეკონომიკა, მათ შორის სავალუტო ბაზარი. პანიკური, ცუდი მოწოდებები კი ცალსახად დამაზიანებელია ბიზნესგარემოსთვის“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
0
0