
საელჩოებს გრანტის გაცემაზე არანაირი პრობლემა არ აქვთ, შეუძლიათ, შესაბამისს უწყებებს მიმართონ და რა თქმა უნდა, პროცედურებს გაარკვევენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა,ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, კანონი იმას ემსახურება, რომ არ მოხდეს ისეთი სახის დაფინანსების გაცემა, რომლითაც ქვეყანაში რევოლუციები ფინანსდება.
„თუ სწუხან, რომ რაღაც სახის გრანტები „ნაციონალური მოძრაობის“ და მდიდარი „ენჯეოების“ წარმომადგენლებს უნდა გადაეცეთ, რომლებიც ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას აპირებენ და იციან, ასეთ გრანტებზე თანხმობა არ ექნებათ მთავრობის შესაბამისი უწყებისგან, ეს მათი პრობლემაა, მაგრამ კანონი იმას ემსახურება, რომ ასეთი სახის დაფინანსების პრევენცია მოხდეს. მათ გრანტის გაცემაზე არანაირი პრობლემა არ აქვთ, შეუძლიათ, შესაბამისს უწყებებს მიმართონ და რა თქმა უნდა, პროცედურებს გაარკვევენ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
0
0