10/03/2023
17:37
ბადაგონი
კომპანია „ბადაგონი“ ფეხბურთის გულშემატკივრებს გრანდიოზულ აქციას სთავაზობს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ, ვისაც იტალიაში გამგზავრება და ნაპოლი-ინტერის მატჩზე დასწრება სურთ, ამის საშუალებას „ბადაგონი“ აძლევს.
ამისთვის კი, “კარფურის” ქსელში, “ბადაგონის” 3 ბოთლი ნებისმიერი ღვინის შეძენა და “კარფურის” MyClub ბარათის გატარებაა საჭირო.
ბარათის გატარების შემდეგ, მომხმარებელი ერთ მარტივ შეკითხვას უპასუხებს, რის შემდეგაც, მას ერთი ბილეთი გადაეცემა.
აქცია 10 მარტიდან დაიწყება და 15 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
გამარჯვებული 20 აპრილს 20:00 საათზე “ბადაგონის” ფეისბუკგვერდის პირდაპირ ეთერში გამოვლინდება, სადაც 3 იღბლიანი მომხმარებელი მოიგებს საოცნებო ტურს იტალიაში.
იღბლიანი სამი გამარჯვებული 21 მაისს, იტალიაში, ნეაპოლში გაემგზავრება და დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე ნაპოლი-ინტერის მატჩს დაესწრება.
მომგებიანი ტური მოიცავს:
ნაპოლი-ინტერის 21 მაისის მატჩის 1 ბილეთს;
პირდაპირ ფრენას 1 პერსონაზე;
სასტუმროს 2 ღამით 1 პერსონაზე.
0
0