
ყველა გულწრფელ ახალგაზრდას, რომელიც არასწორ გზას ადგას, გულწრფელად ვთხოვ, საკუთარ წარსულ ნაბიჯებს კრიტიკულად შეხედონ, რომ სამომავლოდ მსგავსი შეცდომები აღარ დაუშვან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გულწრფელი ახალგაზრდებისადმი მიმართულ ღია წერილში აცხადებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული სახელმწიფო იზრუნებს ყველა გულწრფელ ახალგაზრდაზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც დღეს შეცდომაში არიან შეყვანილი.
„ასეც და ისეც, გპირდებით, რომ ქართული სახელმწიფო იზრუნებს ყველა გულწრფელ ახალგაზრდაზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც დღეს შეცდომაში არიან შეყვანილი და ვერ აცნობიერებენ, თუ რამხელა უბედურება ააცილა მას ქართული საზოგადოების უმრავლესობამ და მის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ თავიდან“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
0
0
5 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
01/05/2026
4 მაისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
01/05/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 მაისიდან
01/05/2026
მეუფე შიო მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა
01/05/2026