
გორის სპორტის სასახლემ „ფალავანთა ფალავნობა 2021 - ს“ უმასპინძლა.
2021 წლის აბსოლუტური ფალავნობა ონისე ბუღაძემ, უკვე მეორედ მოიპოვა.
გორის სპორტის სასახელში შეკრებილმა ჭიდაობის გულშემატკივარმა საინტერესო, საკმაოდ დაძაბული სანახაობა იხილა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ქართული ჭიდაობის აბსოლუტური ფალავნები, ასევე ევროპის ჩემპიონები ძიუდოსა და სამბოში და მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორები.
საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ გამარჯვებულები სოლიდური საპრიზო თანხებით დააჯილდოვა.
აბსოლუტურ ფალავნობას გორის სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ერთგულ გულშემატკივართან ერთად, თვალს ადევენებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართული სპორტის მესვეურები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები.
0
0