
სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა.
ამ დღესთან დაკავშირებით, გორის ვიცე მერმა ნიკა ღვინიაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარლენ ნადირაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
მემორიალის მიმდებარე სკვერში ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვეტერანებიც შეიკრიბნენ. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.
სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.
0
0