
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობების პარალელურად, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაც მიმდინარეობდა.
დასკვნითი ღონისძიებაზე მოწვეულმა შემსრულებლებმა იმღერეს.
ღონისძიებაზე საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს ნიკა ნიკვაშვილმა და ოპერის ორკესტრმა, ნუკრი კაპანაძემ, თემურ თათარაშვილმა, ნათია პერანიძემ, დათუნა სირბილაძემ, გიორგი მეფისაშვილიმა, კვარტეტმა “ავტოგრაფმა”, Georgian Six - მა, ეკა დოლიძემ და მარიამ როინიშვილმა.
კონცერტის მიმდინარეობისას მოსახლეობას ახალი წელი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ, გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ მიულოცეს.
საღამო ფოიერვერკით დასრულდა.
საახალწლო ღონისძებები პრემიერ-მინიატრის ინიციატივით საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იმართება.
0
0