
გორში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინა. გამოძიება მას ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.
უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ საგამოძიებო უწყებამ განზრახ მკვლელობის მუხლი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არიდების მიზნით არ წარუდგინა. უფლებადამცველი ასევე განმარტავს, რომ ადგილი ჰქონდა იძულებით მოგერიებას.
რაც შეეხება საქმის დეტალებს, როგორც ბრალდებულმა ადვოკატთან ისაუბრა, გარდაცვლილი და მისი მეგობარი მისთვის ფულის გამოძალვას ცდილობდნენ და მუდმივად ემუქრებოდნენ.
როგორც ცნობილია, გორში განზარხ მკვლელობის ბრალდებით 34 წლის ბიზნესმენია დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, ნიკოლოზ სიბაშვილმა ირაკლი კობერიძე ავტომობილში 20-ზე მეტი ტყვიით ჩაცხრილა.
ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებსა და ადგილობრივ ბიზნესმენებს შორის ჯერ კიდევ ორი დღის წინ დაიწყო და გუშინ მკვლელობით დასრულდა.
გორში დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა კრიტიკული რჩება.
0
0